რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ

  • Word
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 23/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
88
23/02/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 23/02/2006
000000000.00.00.000000
რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №88

2006 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ

1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მიღებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადა­გადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუ­ქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავ­ლე­ლი კომისიის წინადადება და განხორციელდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზო­გადოება „კვარციტისა“ და სააქციო საზოგადოება „პერლიტის“ მიმართ რიცხულ ვადაგა­და­ცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია.

2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ საზოგადოებებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგა­დასახადო დავალიანებათა რესტრუქტუ­რიზაციის პირობები განისაზღვროს „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისი ნორმებით, დანართის მიხედვით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.        

პრემიერ-მინისტრი                                                                                      ზ. ნოღაიდელი

 

დანართი

 

რიგ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე რიცხულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პირობები

 

№

საწარმოს დასახელება

დავალიანების სახე

რესტრუქ - ტურიზაციის დაწყების თარიღი

რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღი­სათ­­ვის არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო და  სასესხო დავალიან-ებები (ლარობით)

რესტრუქტურიზაციის პერიოდი

სულ

მათ შორის

გაყინვის

პერიოდი

გადავადების პერიოდი

1

2

3

4

5

6

7

8

1.

შპს ,,კვარციტი“

(ბოლნისი)

საგადასახადო

01.01.2006

20,850,517.35

1 წელი

(01.01.2006 წ-დან

01.01.2007 წ-მდე)

1 წელი

(01.01.2006 წ-დან

01.01.2007 წ-მდე)

 

2.

სს ,,პერლიტი“

(რუსთავი)

საგადასახადო

01.01.2006

1,245,188

3 წელი

(01.01.2006 წ-დან

01.01.2009 წ-მდე)

6 თვე

(01.01.2006 წ-დან

01.07.2006 წ-მდე)

2 წელი და 6 თვე

(01.07.2006 წ-დან

01.01.2009 წ-მდე)