იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 23/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
80
23/02/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 23/02/2006
000000000.00.00.000000
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს ავრობის

განკარგულება 80

2006 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სილე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა  მიმართ სახელმწიფო სტრა­ტეგიის შემმუ­შავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემად­­გენლობით:

 

გიორგი ხევიაშვილი

-

საქართველოს  ლტოლვილთა  და განსახლების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ირაკლი ალასანია

-

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობის თავმჯდომარე

მერაბ ანთაძე

-

საქართველოს საგარეო საქმეთა მინის­ტრის მოადგილე

ალექსი ალექსიშვილი

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

კახა ბენდუქიძე

-

საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების   კოორდინაციის   საკითხებში

ზინაიდა ბესტაევა

-

საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში

ალექსანდრე ლომაია

-

საქართველოს  განათლებისა  და

მეცნიერების  მინისტრი

მიხეილ სვიმონიშვილი

-

საქართველოს სოფლის მეურნე­ობის  მინისტრი

გიორგი ქავთარაძე

-

საქართველოს იუსტიციის მი­ნისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე

-

საქართველოს ეკონომიკური განვი-

თარების მინისტრი

ვლადიმერ ჭიპაშვილი

-

საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა  და სოციალური დაცვის

მინისტრი

გიორგი ხაინდრავა

-

საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.

 

2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

 

ელენე თევდორაძეს

-

საქართველოს პარლამენტის ადა­მიანის უფლებათა დაცვისა და სამო­ქალაქო ინტეგრაციის კომი­ტეტის თავმჯდომარეს

კონსტანტინე კემულარიას

-

საქართველოს ეროვნული უშიშ­როების საბჭოს მდივანს

ირაკლი კოვზანაძეს

-

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო  კომიტეტის თავმჯდომარეს

შოთა მალაშხიას

-

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგე­ნის საკითხთა დროებითი კომი­სიის თავმჯდომარეს

გიორგი წერეთელს

-

საქართველოს პარლამენტის ჯან­მრთელობისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდო­მარეს

 

საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

3.  კომისიამ:

ა) უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრა­ტეგიისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით წინადადებების მომზადება;

ბ) ორგანიზება  და კოორდინაცია გაუწიოს  შემუშავებული სტრატეგიის განხორციელებას.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                             ზ. ნოღაიდელი