საქართველოში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციონალური რეფორმისა და ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციონალური რეფორმისა და ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 23/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
79
23/02/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 23/02/2006
000000000.00.00.000000
საქართველოში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციონალური რეფორმისა და ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს ავრობის

განკარგულება 79

2006 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციონალური რეფორმისა და ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საქართველოში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციონალური რეფორმისა და მათი ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებათა შემმუშავებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 

ზურაბ ნოღაიდელი

 

 

ალექსი ალექსიშვილი

-

 

 

-

საქართველოს პრემიერ-მინისტრი,

კომისიის თავმჯდო­მარე

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

კახა ბენდუქიძე

-

საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

გიორგი გაბაშვილი

-

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი

დავით კერესელიძე

-

საქართველოს მთავრობის კანცე­ლარიის იურიდიული დეპარტამენ­ტის უფროსი

ალექსანდრე ლომაია

-

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

გიორგი პაპუაშვილი

-

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინის­ტრი

გია ქავთარაძე

-

საქართველოს იუსტიციის მინის­ტრი

გია ხუროშვილი

-

 საქართველოს მთავრობის საპარლა­მენტო  მდივანი.

 

2. კომისიამ უზრუნველყოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა საქმიანობის მარეგლამენტირებელი სამართლებრივი ბაზის შემდგომი სრულყოფის შესახებ  წინადადებათა შემუშავება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დაფუძნე­ბისა და რეგისტრაციის პროცედურების განსაზღვრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო რეესტრის ფორმირების შესახებ წინადადებათა მომზადება;

გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის შესახებ შესაბამის წინადადებათა მომზადება;

დ) მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა შესახებ არსებული მონაცემების დამუშავება სახელმწიფო რეესტრში მათი შემდგომი ასახვისათვის;

ე) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ფუნქციო­ნალური ოპტიმიზაციის შესახებ სათანადო რეკომენდაციათა მომზადება.

3. კომისიის გადაწყვეტილებით შესაბამის სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლების მონაწილეობით კომისიასთან იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საკითხთა სამთავრობო კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადებას. სამუშაო ჯგუფის საქმიანობას უხელმძღვანელოს კ. ბენდუქიძემ.

4. განკარგულების ძალაში შესვლიდან სამ თვეში კომისიამ საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ზემოაღნიშ­ნული საკითხების შესახებ მომზადებულ წინადადებათა პაკეტი შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებთან ერთად.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 ზ. ნოღაიდელი