2006 წლის ბოლომდე 300 მგვტ-მდე სიმძლავრის კომბინირებული ციკლის გაზტურბინით მომუშავე ელექტროსადგურის აშენების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
2006 წლის ბოლომდე 300 მგვტ-მდე სიმძლავრის კომბინირებული ციკლის გაზტურბინით მომუშავე ელექტროსადგურის აშენების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 29/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
162
29/04/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 29/04/2005
000000000.00(0).000.000000
2006 წლის ბოლომდე 300 მგვტ-მდე სიმძლავრის კომბინირებული ციკლის გაზტურბინით მომუშავე ელექტროსადგურის აშენების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №162

2005 წლის 29 აპრილი

. თბილისი

2006 წლის ბოლომდე 300 მგვტ-მდე სიმძლავრის კომბინირებული ციკლის გაზტურბინით მომუშავე ელექტროსადგურის აშენების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების გასაუმჯობესებლად 2006 წლის ბოლომდე 300 მგვტ-მდე სიმძლავრის კომბინირებული ციკლის გაზტურბინით მომუშავე ელექტრო- სადგურის აშენებისა და საექსპლუატაციოდ გადაცემის დაჩქარების, აგრეთვე მისი შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს ,,ენერჯი ინვესტსა და სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას შორის შემუშავებული მემორანდუმი ,,ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ .

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მემორანდუმის მოქმედების პერიოდში ყოველწლიურად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ფორმირებისას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში გაითვალისწინოს სათანადო ფინანსური რესურსი მემორანდუმის საფუძველზე სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიასა და სს ,,ენერჯი ინვესტს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის მიერ სს ,,ენერჯი ინვესტისათვის ასანაზღაურებელ და ფაქტობრივად ანაზღაურებულ ელექტროენერგიის ღირებულებებს შორის სხვაობის სრულად ანაზღაურების სუბსიდირებისათვის, ასეთი სხვაობის არსებობის შემთხვევაში.

3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მემორანდუმის 3.1 პუნქტით განსაზღვრული ასიგნებებით გათვალისწინებული სუბსიდირება განახორციელოს ყოველთვიურად სს ,,ენერჯი ინვესტის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში, რის შესახებაც სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას .

4. შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ მიწის ნაკვეთის გამოყოფა ამ განკარგულებაში მითითებული ელექტროსადგურის ასაშენებლად.

5. ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, სს ,,ენერჯი ინვესტის მიერ წარსადგენი სატარიფო განაცხადი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს საქართველოს მთავრობისა და სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

6. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვ. ჩეჩელაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.

7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი