დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებებისა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

  • Word
დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებებისა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 29/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
161
29/04/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 29/04/2005
000000000.00(0).000.000000
დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებებისა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №161

2005 წლის 29 აპრილი

. თბილისი

  დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებებისა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დასავლეთ საქართველოში საომარი მოქმედებებისა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული 1 500 000 (მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან გამოიყოს 1 000 000 (მილიონი) ლარი, მათ შორის:

- სამტრედიის რაიონისათვის – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

- ზუგდიდის რაიონისათვის – 129 800 (ას ოცდაცხრა ათას რვაასი) ლარი;

- აბაშის რაიონისათვის – 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

- სენაკის რაიონისათვის – 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

- წალენჯიხის რაიონისათვის – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;

- ხობის რაიონისათვის – 25 200 (ოცდახუთი ათას ორასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი ეთხოვოთ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს კ. არდიას და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ქუთაისი, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხარაგაულისა და ხონის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს ზ. ქაჯაიას.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი