დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოსათვის“ ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა №41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობების 5 წლით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 15/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №69
2006 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოსათვის“ ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა №41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობების 5 წლით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ქუჩის ბავშვთა თავშესაფრის მოწყობის მიზნით:
1. გადაეცეს ქ. თბილისში, ი. გრიშაშვილის ქუჩა №41-ში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობები (643,96 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული 1167 კვ.მ მიწის ფართობი 5 წლით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ ქუჩის ბავშვთა თავშესაფარ „ბეღურების” საქმიანობისათვის.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოსათვის” ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები