„საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 09/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
68
09/02/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 09/02/2006
000000000.00.00.000000
„საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №68

2006 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„ საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 იანვრის № 34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის განხორ­ციე­ლების თაობაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მოლაპა­რაკების შედეგების გათვალისწინებით შეტანილ იქნეს ცვლი­ლება „ საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონი­რების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინან­სური მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 იანვრის № 34 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშ­ვი­ლი) შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილე­ბათა ფარგლებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქარ­თველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და აზერბაიჯანის რესპუბ­ლიკიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის განსახორციელებლად შპს „ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა“ და სს „ საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისათვის“ საკრედიტო რესურსად გამოყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი, საიდანაც 3 920 000 (სამი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) საკრედიტო რესურსის სახით გამოეყოს შპს „ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის ღონისძიების დასაფინანსებლად, ხოლო 1 080 000 (ერთი მილიონ ოთხმოცი ათასი) ლარი  – სს „ საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციას“ ირანიდან გაზის იმპორტისა და ტრანზიტის ღონისძიებათა დასაფინანსებლად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                     ზ. ნოღაიდელი