დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 09/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №67
2006 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შესახებ
1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
| ზურაბ ნოღაიდელი | - | საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე |
| ზურაბ ადეიშვილი | - | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| ალექსი ალექსიშვილი | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
| გიორგი არველაძე | - | საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი |
| კახა ბენდუქიძე | - | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში |
| ვახტანგ მეგრელიშვილი | - | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე |
| ივანე მერაბიშვილი | - | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| ირაკლი ჩოგოვაძე | - | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| ლადო ჭიპაშვილი | - | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. |
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:
შოთა გვენეტაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს
გიორგი წერეთელს – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს.
3. კომისიამ:
ა) ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური რეფორმის განხორციელებას;
ბ) განიხილოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ინსტიტუციური რეფორმის ღონისძიებათა განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხი.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები