საქართველოს სახელმწიფო გერბის ეტალონების დამზადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო გერბის ეტალონების დამზადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 09/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
65
09/02/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 09/02/2006
000000000.00.00.000000
საქართველოს სახელმწიფო გერბის ეტალონების დამზადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს ავრობის

განკარგულება 65

2006 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო გერბის ეტალონების დამზადებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის, საქარ­თველოს სახელმწიფო გერბის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის 962 განკარგულებისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის 25 განკარგულების შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო გერბის ნიმუშების (ეტალონების) საერთაშორისო ჰერალდიკური სტანდარტების დონეზე დამზადების სამუშაოთა კოორდინირებულად განხორციელების მიზნით:

1. შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

 

პეტრე მამრაძე

-

საქართველოს მთავრობის კანცელა­რიის უფროსი, ჯგუფის ხელმძღვა­ნელი

გიორგი გოდაბრელიძე

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

მამუკა გონგაძე

-

საქართველოს პრეზიდენტთან არსებუ­ლი ჰერალდიკური კომისიის წევრი

დავით კერესელიძე

-

საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიუ­ლი დეპარტა­მენტის უფროსი

ნუგზარ ქევხიშვილი

-

საქართველოს მთავრობის კანცელა­რიის უფროსის მოადგილე

დიმიტრი ძაგნიძე

-

საქართველოს იუსტიციის მინის­ტრის მოადგილე

ზაზა ჭელიძე

-

საქართველოს ეკონომიკური განვი­თა­რების მინისტრის მოადგილე

ლევან ჭოლაძე

-

საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნის­ტრის მოადგილე.

 

2. სამუშაო ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ ჰერალდიკურ კომისიასთან ერთად (ე. შენგელაია):

ა) მოამზადოს წინადადებები საქართველოს სახელმწიფო გერბის მოცულობითი ეტალონების დამზადებასთან დაკავშირებით მოსამზადებელ  სამუშაოთა  და მათი შესრულების ხელშეწყო­ბის თაობაზე;

ბ) ათ დღეში წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და ნიდერლანდის სამეფოს ზარაფხანის ხელშეკრულების პროექტი სახელმწიფო გერბის მოცულობითი ეტალონების დამზადების შესახებ, აგრეთვე მისი განხორციელების რეკომენდაციები.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს  მთავრობის  კანცელარიის უფროსმა პ. მამრაძემ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                               ზ. ნოღაიდელი