„ლიცენზიისა და ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
„ლიცენზიისა და ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 29/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
159
29/04/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 29/04/2005
000000000.00(0).000.000000
„ლიცენზიისა და ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №159

2005 წლის 29 აპრილი

. თბილისი

„ლიცენზიისა და ნებართვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავების ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა.ლომაია), იუსტიციის სამინისტრომ (კ.კემულარია), ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა.ალექსიშვილი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი.მერაბიშვილი), ფინანსთა სამინისტრომ (ვ.ჩეჩელაშვილი), სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ.სვიმონიშვილი), კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ.გაბაშვილი), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ.პაპუაშვილი), ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ.გილაური), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ.ჭიპაშვილი) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 მაისის სხდომას განსახილველად წარმოუდგინონ თავიანთი მმართველობის სფეროებში მოქმედი საკანონმდებლო აქტების ცვლილებათა პროექტები, რომლებიც გამომდინარეობენ ლიცენზიისა და ნებართვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მოთხოვნებიდან.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძემ.

პრემიერ-მინისტრი                      ზ. ნოღაიდელი