დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.145.016045 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/11/2013 - 18/11/2013)
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი უნარები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ბ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი; გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); გ.ე) ,,თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №4 დადგენილება; გ.ვ) ,,თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №12 დადგენილება. თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 22.11.2013წ. |
| მუხლი 2 |
გამგებლის და გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. |
| მუხლი 3 |
გამგებლის და გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საბიუჯეტო კოდექსი; ბ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები