დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| RAIFFEISEN ZENTRALBANK OSTERREICH A.G.“-ის მიერ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, შპს „საქენერგო 2000“-ისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 09/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №53
2006 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
RAIFFEISEN ZENTRALBANK OSTERREICH A.G.“-ის მიერ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, შპს „საქენერგო 2000“-ისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფისა და მისი ინტერესების ეფექტიანი დაცვისათვის:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საადვოკატო მომსახურების შესყიდვისათვის „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოყოს 510.000 (ხუთას ათი ათასი) გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარი.
2. ეთხოვოს სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის გათვალისწინებით, ნება დართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, განახორციელოს საადვოკატო მომსახურების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები