ქ. ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ 1999 წლის 6 მაისს ,,საქნავთობპროდუქტის“ საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის თაობაზე

  • Word
ქ. ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ 1999 წლის 6 მაისს ,,საქნავთობპროდუქტის“ საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 22/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
144
22/04/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 22/04/2005
000000000.00(0).000.000000
ქ. ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ 1999 წლის 6 მაისს ,,საქნავთობპროდუქტის“ საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №144

2005 წლის 22 აპრილი

. თბილისი

ქ. ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ 1999 წლის 6 მაისს ,,საქნავთობპროდუქტის საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ჰოლდინგურ კომპანია ,,საქნავთობპროდუქტსა და ,,Polistar Compania Mari Tima SAV -ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავის შესახებ ქ. ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ 1999 წლის 6 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით:

1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ეკატერინე გურეშიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

კახაბერ სეხნიაშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

იოსებ სხირტლაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი

კონსტანტინე ქავთარაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ხეთაგური  -  საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე.

2. კომისიამ 2005 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობის სხდომას წარმოუდგინოს წინადადებები ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი