საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 22/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
143
22/04/2005
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 22/04/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №143

2005 წლის 22 აპრილი

. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოში 2005 წლის საგაზაფხულო სახნავ-სათესი სამუშაოების შესასრულებლად სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისათვის მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ვ. ჩეჩელაშვილი) გამოეყოს თანხა 1.053.620 (ერთი მილიონ ორმოცდაცამეტი ათას ექვსას ოცი) ლიტრი დიზელის საწვავის შესაძენად.

2.  განკარგულების შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უმოკლეს დროში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელება.

3.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი            ზ. ნოღაიდელი