ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ

  • Word
ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 02/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
40
02/02/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 02/02/2006
000000000.00.00.000000
ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს ავრობის

განკარგულება 40

2006 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის შესახებ

2005 წელს არაერთხელ შეიზღუდა მოძრაობა მაღალმთიან სოფლებში ქალაქ ცხინვალის გავლით. ამასთან, დიდთოვლობისა და უამინდობის გამო ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის  ზონის  ერედვის, ქურთასა და თიღვის თემების 16783 მოსახლემ ვერ შეძლო ზამთრისათვის სასურსათო პროდუქტების მომარაგება, რაც აისახა მათ სოციალურ მდგომარეობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შიდა ქართლის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას გამოუყოს 100 000 (ასი ათასი) ლარი სასურსათო პროდუქტების შესაძენად.

2. განკარგულების შესრულებას კონტროლი დაუწესოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილემ – რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ჯ. ბაკურაძემ.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                         ზ. ნოღაიდელი