საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ

  • Word
საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 27/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
34
27/01/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 27/01/2006
000000000.00.00.000000
საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №34

2006 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ

საქართველოს ენერგოსისტემაში შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქვეყნისათვის უჩვეულო ექსტრემა­ლურ კლიმატურ პირობებში მოსახლეობის გაზმომარაგების შეუფერ­ხებლად განხორციელების მიზნით:

 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შექმნილი ფორსმა­ჟორული სიტუაციის გათვალისწინებით ენერგეტიკის სამი­ნისტროს წინადადების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში და შპს „ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ საკრედიტო რესურსად გამოყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ბუნებრივი აირის იმპორტის განსახორციე­ლებლად.

2. განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხა გაიცეს 6-თვიანი კრედიტის სახით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 7-პროცენტიანი სარგებლის დარიცხვით.

 3. განკარგულების პირველი პუნქტის შესრულებისთანავე ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს გააუქმოს „ საქართველოს ენერგოსექტორში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის სალიკ­ვიდაციო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენ­ტის 2006 წლის 22 იანვრის № 26 განკარგულება.

 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) ზემოაღნიშნული პირობების თანახმად გააფორმონ საკრედიტო ხელშეკრულება შპს „ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან“ .

 5. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.

 6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ზ. ნოღაიდელი