საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 26/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
25
26/01/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 26/01/2006
000000000.00.00.000000
საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს ავრობის

განკარგულება 25

2006 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის 962 განკარგულების მოთხოვნათა შესრულების მიზნით:

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ სახელმწიფო გერბის მოცულობითი ეტალონების დასამზადებლად გააფორმოს ხელშეკრულება ნიდერლანდის სამეფოს ზარაფხანასთან.

2. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სახელმწიფო გერბის მოცულობითი ეტალონების დამზადების ხარჯების დასაფარავად საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოს 38 200 (ოცდათვრამეტი ათას ორასი) ევროს ეკვივალენტი თანხა ლარობით, ხოლო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისიის თავმჯდომარის ე. შენგელაიასა და სახელმწიფო გერბის ავტორის მ. გონგაძის ნიდერლანდის სამეფოში მივლინებისათვის – 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ზ. ნოღაიდელი