დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. მარტვილის გამგეობის საქმიან ეზოში მდებარე სასადილოსა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის „სიბერე შიმშილის გარეშე“ პროექტის განსახორციელებლად საქველმოქმედო ფონდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის” გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 26/01/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №23
2006 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
ქ. მარტვილის გამგეობის საქმიან ეზოში მდებარე სასადილოსა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის „სიბერე შიმშილის გარეშე“ პროექტის განსახორციელებლად საქველმოქმედო ფონდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის” გადაცემის შესახებ
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად:
1. გადაეცეს საქველმოქმედო ფონდს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქ. მარტვილის გამგეობის საქმიან ეზოში, თავისუფლების ქუჩა №10-ში მდებარე სასადილო და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით „სიბერე შიმშილის გარეშე“ პროექტის განსახორციელებლად.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება განკარგულების შესრულების მიზნით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები