საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველყოფის სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ

  • Word
საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველყოფის სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 25/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
22
25/01/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 25/01/2006
000000000.00.00.000000
საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველყოფის სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №22

2006 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგოსექტორის მდგრადი ფუნქციონირების შენარჩუნების უზრუნველყოფის სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის შესახებ

საქართველოს ენერგოსისტემაში მაღალი ძაბვის (500 კვ) ელექტროგადამცემი ხაზის „ კავკასიონისა“ და მაგისტრალური გაზსადენი მილების (700 მმ და 1200 მმ) ავარიულად მწყობრიდან გამოსვლის გამო შექმნილი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქ. თბილისისათვის უჩვეულო ექსტრე­მალურ კლიმატურ პირობებში მოსახლეობის გაზმომარაგების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშ­ვი­ლი) შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით   ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრულ ასიგნებებში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები და სს „ თბილგაზისათვის“ საკრედიტო რესურსად გამოყოს 13 000 000 (ცამეტი მილიონი) ლარი.

2. განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხა 10-წლიანი კრედიტის სახით, 5 წლის შეღავათიანი პერიოდით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 7-პროცენტიანი სარგებლის დარიცხვით მიეცეს სს „ თბილ­გაზს“ ბუნებრივი გაზის იმპორტის განსახორციელებლად და მოსახლეობისათვის მიწოდებულ ბუნებრივი გაზის მოქმედი სამომხმარებლო ტარიფების შესანარჩუნებლად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) ზემოთ აღნიშნული პირობების თანახმად გააფორმონ საკრედიტო ხელშეკრულება სს „ თბილგაზთან“ .

4. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და    ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ზ. ნოღაიდელი