დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის შედეგად ჩაკეტილი მგზავრების დასახმარებლად ყაზბეგის რაიონის გამგეობის მიერ დახარჯული თანხის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კომპენსირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 18/01/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №15
2006 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
ჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის შედეგად ჩაკეტილი მგზავრების დასახმარებლად ყაზბეგის რაიონის გამგეობის მიერ დახარჯული თანხის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კომპენსირების შესახებ
2005 წლის 22-28 დეკემბერს დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა ჯვრის უღელტეხილი და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ყაზბეგის რაიონის ტერიტორიაზე შემოსული 450 ავტოსატრანსპორტო ერთეული 750 მგზავრით. ყაზბეგის რაიონის გამგეობამ მგზავრებს აღმოუჩინა საჭირო სასურსათო და სამედიცინო დახმარება, ბავშვები და ქალები განათავსა სასტუმროში, რაზეც დაიხარჯა 1 550 (ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარი.
ყაზბეგის რაიონის გამგეობისათვის დახარჯული თანხის საკომპენსაციოდ:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყაზბეგის რაიონის გამგეობისათვის 1 550 (ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის გამოყოფა.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები