საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1057 ბრძანებულებით ლიკვიდირებული საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის ლიკვიდაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1057 ბრძანებულებით ლიკვიდირებული საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის ლიკვიდაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 02/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
37
02/02/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 02/02/2006
000000000.00.00.000000
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1057 ბრძანებულებით ლიკვიდირებული საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის ლიკვიდაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს ავრობის

განკარგულება 37

2006 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის 1057 ბრძანებულებით ლიკვიდირებული საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის ლიკვიდაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის 1057 ბრძანებულებით ლიკვიდირებული საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):

ა) საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის აპარატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოუყოს 18 990 (თვრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარი, ხოლო მისი დაქვემდებარების სულხან-საბა ორბელიანის სახელობის წიგნის სახელმწიფო პალატის ლიკვიდაციის ღონისძიებათა დასაფინანსებლად საქარ­თველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას – 51 131 (ორმოცდათერთმეტი ათას ას ოცდათერთმეტი) ლარი;

ბ) საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით წინა პერიოდის დავალიანებათა დასაფარავად გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამსახურის აპარატის კრედიტორული დავალიანების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოუყოს 39 230 (ოცდაცხრამეტი ათას ორას ოცდაათი) ლარი, ხოლო მისი დაქვემდებარების სულხან-საბა ორბელიანის სახელობის  წიგნის სახელმწიფო პალატის კრედიტორულ დავალიანებათა დასაფარა­ვად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას – 35 925 (ოცდათხუთმეტი ათას ცხრაას ოცდახუთი) ლარი.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს სულხან-საბა ორბელიანის სახელო­ბის წიგნის სახელმწიფო პალატის ბალანსზე რიცხული ქონების საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისათვის გადაცემა.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ზ. ნოღაიდელი