დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის გამზ. №16/18-ში მდებარე უძრავი სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 582 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 20/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №582
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის გამზ. №16/18-ში მდებარე უძრავი სახელმწიფო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. პრივატიზების მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის გამზ. №16/18-ში მდებარე შენობის 565,2 კვ.მ ფართობი (საბალანსო ღირებულება 112000 ლარი) და მასზე წილობრივად დამაგრებული 185,7 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები