დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საქართველოს მთავრობას (მსესხებელი) შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის I ფაზის დაფინანსების მიზნით 17,079,043.17 ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 556 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 22/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №556
2006 წლის 29 ნოემბერი
ქ.თბილისი
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საქართველოს მთავრობას (მსესხებელი) შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის I ფაზის დაფინანსების მიზნით 17,079,043.17 ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საქართველოს მთავრობას (მსესხებელი) შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის I ფაზის დაფინანსების მიზნით 17,079,043.17 ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე.
2. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW) და საქართველოს მთავრობას (მსესხებელი) შორის ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის I ფაზის დაფინანსების მიზნით 17,079,043.17 ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები