დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2006 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულების – „თბილისის გზების რეაბილიტაციის პროექტი“ – რატიფიკაციის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 555 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11, 22/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №555
2006 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2006 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულების – „თბილისის გზების რეაბილიტაციის პროექტი“ – რატიფიკაციის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2006 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულების – „თბილისის გზების რეაბილიტაციის პროექტი“ – რატიფიკაციის თაობაზე.
2. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2006 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულების – „თბილისის გზების რეაბილიტაციის პროექტი“– საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები