დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016050 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №18
2013 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 14 აპრილის №14 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №6, 15.04.2010 წ., მუხლი 16) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:
ა) სამინისტროს სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზი;
ბ) სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მიზანმიმართულად განხორციელება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების წესით შეძენილი ტვირთის მიღება, შენახვა და გადაცემა დადგენილი წესით. ასევე, ჰუმანიტარული ტვირთის მიღება-შენახვის ორგანიზება;
ე) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება;
ვ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება;
ზ) სამინისტროს საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა დისციპლინის დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი მოკვლევა და სათანადო დასკვნების დადება;
თ) მინისტრის მინდობილობის საფუძველზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს სისტემის საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, პირადი საქმეების შედგენა და საკადრო საკითხების წარმოება;
კ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომსახურების განხორციელება;
ლ) კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და დახელოვნების ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
მ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამდებობის პირების საქმიანობის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა;
ნ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.“.
3. დებულების 102 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები