ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 661
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016082
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
661
05/11/2013
ვებგვერდი, 07/11/2013
010320040.22.029.016082
ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/11/2013 - 15/11/2022)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №661

2013 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1  დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 – დანართი№3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა – დანართი №4.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე




დანართი №1

ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება,  კვალიფიკაცია ეკონომისტი, ანდა ფინანსისტი;

ბ) ბაკალავრი;

გ) სამუშაო გამოცდილება – აუცილებელია  მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, აქედან  1 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დ)საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, –  კარგი ცოდნა;

3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • ,, საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
  • ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის N34 დადგენილება;
  • ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის N68 ბრძანება;
  • „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანება;
  • „ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მისშედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება.

 

დანართი №2

გასაუბრების შეფასების ფორმა №1

ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.

1 – მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური. 

ვაკანტური თანამდებობის დასახელება:

კანდიდატის სახელი, გვარი:

კომისიის წევრის სახელი, გვარი:

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების ქულა

კომისიის წევრის კომენტარი

1.

განათლება/კვალიფიკაცია

 

 

 

 

 

2.

სამუშაო გამოცდილება

 

 

 

 

 

3.

სამართლებრივი აქტების ცოდნა

 

 

 

 

 

4.

სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია)

 

 

 

 

შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა

 

 

კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________

დანართი №3

გასაუბრების შეფასების ფორმა №2

ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები.  შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.

1 – მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური. 

ვაკანტური თანამდებობის დასახელება:

კანდიდატის სახელი, გვარი:

კომისიის წევრის სახელი, გვარი:

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების ქულა

კომისიის წევრის კომენტარი

1.

ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

 

 

 

 

2.

წერილობითი კომუნიკაციის უნარი

 

 

 

 

 

3.

დროის მართვის უნარი

 

 

 

 

 

4.

ანალიტიკური აზროვნების უნარი

 

 

 

 

5.

დეტალებზე ორიენტირებულობა

 

 

 

 

6.

კარიერული მიზნები

 

 

შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა

 

 

კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________

დანართი №4

კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა

შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანრათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.

საკონკურსო პოზიციის დასახელება:__________________________________________________

კანდიდატის სახელი, გვარი

შეფასების ჯამური ქულა

 

 

 

 

 

 

1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:_____________________________________

2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________

5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________

6. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

7. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________

8. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________

9. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________

10. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________

11. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________.