იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 755
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016101
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
755
07/11/2013
ვებგვერდი, 12/11/2013
010320040.22.029.016101
იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/11/2013 - 06/02/2014)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №755

2013 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

 

იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე




დანართი №1

 

იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს  უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია)  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება, სპეციალობა - სამართალმცოდნე, კვალიფიკაცია - იურისტი;

ბ) ბაკალავრი;

გ) სამუშაო გამოცდილება - აუცილებელია  მუშაობის 1  წლიანი გამოცდილება;

დ)საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, -  კარგი ცოდნა;

3. იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

 

  •  საქართველოს კონსტიტუცია;
  •  „მოქალაქეობის შესახებ“  საქართველოს კანონი;
  •  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონი;
  • ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი
  •  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი; 
  • ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • ,,ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება;
  • ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული  დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის  №45 ბრძანება;

 

დანართი №2

 

გასაუბრების შეფასების ფორმა №1

            ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.

1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. 

ვაკანტური თანამდებობის დასახელება:

კანდიდატის სახელი, გვარი:           

კომისიის წევრის სახელი, გვარი:

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების ქულა

კომისიის წევრის კომენტარი

1.

განათლება/კვალიფიკაცია

 

 

 

 

 

2.

სამუშაო გამოცდილება

 

 

 

 

 

3.

სამართლებრივი აქტების ცოდნა

 

 

 

 

 

4.

სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია)

 

 

 

 

შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა

 

 

 

 

კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________

დანართი №3

 

გასაუბრების შეფასების ფორმა №2

            ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები.  შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.

1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. 

ვაკანტური თანამდებობის დასახელება:

კანდიდატის სახელი, გვარი:           

კომისიის წევრის სახელი, გვარი:

თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების ქულა

კომისიის წევრის კომენტარი

1.

ზეპირი კომუნიკაციის უნარი

 

 

 

 

 

2.

წერილობითი კომუნიკაციის უნარი

 

 

 

 

 

3.

დროის მართვის უნარი

 

 

 

 

 

4.

ანალიტიკური აზროვნების უნარი

 

 

 

 

5.

დეტალებზე ორიენტირებულობა

 

 

 

 

6.

კარიერული მიზნები

 

 

შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა

 

 

 

კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________

 

დანართი №4

კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა

 

შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.

 

საკონკურსო პოზიციის დასახელება:__________________________________________________

 

კანდიდატის სახელი, გვარი

შეფასების ჯამური ქულა

 

 

 

 

 

 

 

1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________

2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

6. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

7. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

8. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

9. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

10. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________

11. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_______________________________________________.