„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 239
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 03/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016092
239
01/11/2013
ვებგვერდი, 05/11/2013
480040000.22.030.016092
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №239

2013 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.  ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებით (სსმ, 144, 24/11/2009) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. გამოსაცდელი ვადა გამოიყენება მხოლოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში:

ა) პირის სამსახურში პირველად დანიშვნის დროს;

ბ) პირის მიმართ, რომელიც წინა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში  გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“;

ბ) 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) პირი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების,  ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობის გამო ან ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;“;

გ) 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი1) თანამდებობიდან გათავისუფლებისას ან ხელშეკრულების შეწყვეტისას (დასრულებისას) სამინისტროს სისტემის არადიპლომატიური თანამდებობის პირი ან სამინისტროს სისტემაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირი, რომელსაც ადრე ეკავა დიპლომატიური თანამდებობა და/ან მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური რანგი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით;“. 

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე