ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.116.016155
60
31/10/2013
ვებგვერდი, 05/11/2013
010250000.35.116.016155
ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №60

2013 წლის 31 ოქტომბერი

ქ. ცაგერი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბი (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის დროშა  ( დანართი №2).
მუხლი 3
ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4
ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 5
„თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნებისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დაცვის უზრუნველყოფა დაეკისროს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი