დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.113.016141 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/11/2013 - 21/02/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ნორმატიული ფასი (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქ. ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2). |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 თებერვლის №4 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
დანართი №1
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე (დანართი №2) და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
CN=IMG X I TL X C X K სადაც: |
ა)
CN _ არის 1მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. |
ბ)
IMG _ არის ოზურგეთის მაკრომდებარეობის ინდექსი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.52.ლარს. |
გ)
I TL _ არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი; |
გ.ა)
ქალაქის ცენტრალურ ზონაში _ 1.2; |
გ.ბ)
ქალაქი შუალედურ ზონაში _0,8; |
გ.გ)
ქალაქის პერიფერიულ ზონაში _0.7; |
დ)
C _ არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1მ2 –ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს. |
ე)
K _ არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის; |
ე.ა)
ქალაქის ცენტრალურ ზონაში _ 40; |
ე.ბ)
ქალაქის შუალედური და პერიფერიული ზონისათვის 20-ს. |
2.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
|
3.
ოზურგეთის მუნიცპალიტეტის სოფლებში 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 0.5990 ლარს, ხოლო დაბისათვის ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50% და შეადგენს 0.9984 ლარს. |
4.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 0.4992 ლარს. |
5.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი “საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასები. |
6.
„საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრიაციო ტერიტირიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრიაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 11_მაგი ოდენობით და შეადგენს 21.9648 ლარს. ამ შემთვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტში აღნიშნული წესი. |
დანართი №2
ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები