საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-242
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 04/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.032.016126
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2-242
04/11/2013
ვებგვერდი, 04/11/2013
010320040.22.032.016126
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/11/2013 - 18/03/2015)

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-242

2013 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს  უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს  უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე  და  ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში-სააგენტო)  უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება (კვალიფიკაცია-ვეტერინარი ექიმი, ჰიგიენისტი,  მცენარეთა დამცველი);

ბ) ხელმძღვანელ  თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ  8  წლიანი გამოცდილება;

გ)  არანაკლებ 5-წლიანი  სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობაში ან დარგთან კავშირში მყოფ სხვა სფეროში;

დ)  უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ე) საოფისე-კომპიუტერული პროგრამები (Microsof word, internet, e-mail, exsel ).

მუხლი 2
სააგენტოს   უფროსის მოადგილის  ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუციის პირველი და მეორე თავები;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონი;

გ) საქართველოს შრომის კოდექსი;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „სურსათის /ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“ ;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის  №2-3  ბრძანება.