დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 227 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 30/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016179 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1–ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №178 დადგენილების დანართში /სსმ matsne@justice.gov.ge 8.01.2013. 190020020.35.123.016130/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილების დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 1“. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
დადგენილების დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 2.“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
დადგენილების დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 3.“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები 56764,6 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
დადგენილების დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 5.“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის გრანტები 44151,3 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5.
დადგენილების დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 7“. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯები 43133.8 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
დადგენილების დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 8“. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 19402.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 23989.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
7.
დადგენილების დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 9“. ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
8.
დადგენილების დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მუხლი 10“. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
ა. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (– 5771,2) ათასი ლარის ოდენობით. ბ. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ბ.ა. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (–6476,2) ათასი ლარის ოდენობით. ბ.ბ. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 6476,2 ათასი ლარის ოდენობით. გ. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება გ.ა. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (–705,0) ათასი ლარის ოდენობით. გ.ბ. განისაზღვროს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 705,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
9.
დადგენილების დანართის მე-14 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. გათვალისწინებულ იქნეს ქალაქ ქუთაისში 2004–2005 წლებში განხორციელებული პროექტებისათვის აღებული ვალდებულების დასაფინანსებლად (მათ შორის: სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის) 869,0 ათასი ლარი. დაფინანსება მოხდეს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სესხის მორიგების გრაფიკების მიხედვით, მერიის საფინანსო სამსახურის მიერ.“ |
10.
დადგენილების დანართის მე-15 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაუქმდა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლამდელ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის მიღება სასწავლო-აღმზრდელობითი და კვებითი მომსახურებისათვის, რისთვისაც საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს N1099 განკარგულების საფუძველზე თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს გამოეყო 424,0 ათასი ლარი“. |
11.
დადგენილების დანართის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ.ა. პროგრამის განმახორციელებელი: ქალაქ ქუთაისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახური.“ |
12.
დადგენილების დანართის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ს“, „ტ“, „უ“ ქვეპუნქტები; „ჩ“ ქვეპუნქტის „ჩ.ა“ და „ჩ.გ“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს. ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 09)“ „ტ. მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 10)“ „უ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 11)“ „ჩ.ა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 67,9 ათასი ლარი“. „ჩ.გ.“ ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
|
13.
დადგენილების დანართის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტი; „თ“ ქვეპუნქტის „თ.ბ“, „თ.დ“ და „მ“ ქვეპუნქტის „მ.გ“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე და განსაკუთრებული შემთხვევის შედეგად დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება განხორციელდება ერთჯერადად. დახმარებით ისარგებლებენ ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული პირები. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა, ანგარიშფაქტურა და ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან. განსაკუთრებულ შემთხვევებში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული მხედველობით ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის და ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ყრუ-მუნჯებისათვის სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსება განხორციელდება ერთჯერადად. აქედან: გადაუდებელი ქირურგიული სტომატოლოგიური მომსახურება ანაზღაურდება წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტაციის მიხედვით: პირადობის მოწმობა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანგარიშფაქტურა, ფორმა №100, რენტგენოგრამები მკურნალობამდე და ჩატარებული მკურნალობის შემდეგ. გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების საკითხი გადაწყდება პაციენტის მიერ წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ: პირადობის მოწმობა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანგარიშფაქტურა, ფორმა №100, რენტგენოგრამა მკურნალობის ჩატარებამდე. დაფინანსების შემთხვევაში მომსახურების გამწევი დაწესებულება წარმოადგენს გაწეული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვას და ჩატარებული მკურნალობის ამსახველ რენტგენოგრამას. დახმარების მოცულობა განისაზღვრება თანაგადახდის პრინციპით, მომსახურების ღირებულების არაუმეტეს 50%-ით და არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარით. დახმარების საკითხი განიხილება და გადაწყდება დაავადების, მკურნალობის მეთოდის, ღირებულების, პიროვნების სოციალური სტატუსის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. ლიმიტს ზევით დახმარების საკითხი გადაწყდება სამსახურის მიერ დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების საფუძველზე. ანალოგიური წესით განიხილება ყველა სხვა შემთხვევაში დახმარების საკითხი. სამსახურს უფლება აქვს დახმარების მთხოვნელს მიუთითოს სამედიცინო დაწესებულება, სადაც მისი მკურნალობა ნაკლებღირებული და/ან უფრო ხარისხიანი იქნება.“ „თ.ბ. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 21,0 ათასი ლარი.“ „თ.დ. განსახორციელებელი ღონისძიებები: სოციალურ საცხოვრისში დასაქმებული სოციალური მუშაკის შრომის ანაზღაურება – 8800 ლარი; სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა დახარჯული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურება, წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების შესაბამისად, ფაქტიური ხარჯის მიხედვით – 12 200 ლარი“. „მ.გ. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის განხორციელების დროს, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის მატერიალური დახმარების გაწევის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამსახური უპირატესობას მიანიჭებს ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ (მცხოვრებ) შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებს: „სიღარიბის დაძლევის“ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30000-ს; მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან „სიღარიბის დაძლევის“ პროგრამაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000-ს; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან „სიღარიბის დაძლევის“ პროგრამაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს; განსაკუთრებული და გაუთვალისწინებელი პრობლემის წინაშე მყოფ ოჯახებს, კერძოდ, მიმდინარე წლის განმავლობაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები, რომლებიც დახმარების თხოვნით მოგვმართავენ ერთი თვის განმავლობაში, რამდენიმე თვის ელექტროენერგიის დავალიანების მქონე ოჯახები, რომელთაც დავალიანების გამო შეწყვეტილი აქვთ ელექტროენერგიის მიწოდება, რამდენიმე თვის ბუნებრივი აირის დავალიანების მქონე ოჯახები, რომელთაც დავალიანების გამო შეწყვეტილი აქვთ ბუნებრივი აირის მიწოდება და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლთა თაობაზეც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული შუამდგომლობა. დახმარების მოცულობა განისაზღვრება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ერთწევრიანი ოჯახისათვის 100 ლარის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში, ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ქსეროასლი, ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი მონაცემთა ბაზიდან და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა. საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. მატერიალური დახმარება გაეწევა ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ (მცხოვრებ) ჰემოდიალიზზე მყოფ ბენეფიციარებს, თვეში 100 ლარის ოდენობით, პირადობის მოწმობის ქსეროასლისა და სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი საჭირო დოკუმენტაციის საფუძველზე. ბენეფიციართა რაოდენობა და კატეგორია დაუზუსტებელია და მათი დადგენა მოხდება პროგრამის მიმდინარეობისას. დამატებითი გარემოებებისა და არგუმენტების საფუძველზე შესაძლებელია ლიმიტსზედა თანხით დახმარება. პროგრამის გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ბრძანების გამოსვლამდე, სოციალურ თემებზე ორიენტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაეგზავნებათ ბენეფიციართა სია (სახელი, გვარი, მისამართი). |
14.
დადგენილების დანართის 25-ე მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„მუხლი 25.“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები