დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქის- ფოთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20/29 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 30/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.111.016178 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/11/2013 - 28/02/2014)
|
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ" ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ფოთის
საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიის ზონირება თანახმად დანართი №1-ისა. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი (ტერიტორიული კოეფიციენტი) და ნორმატიული ფასის მარეგულირებელი K კოეფიციენტი 220 (ორასოცი) ოდენობით თანახმად დანართი №2-ისა. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი თანახმად დანართი №3-ისა. |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №4/7 დადგენილება ,,თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ'. |
| მუხლი 5 |
დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიის ზონირება |
|
ცენტრალური ზონის პირველი ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აეროპორტით, 8 მარტის ქუჩის დასახლებით მდინარე კაპარჭამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე კაპარჭის გაყოლებით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, გურიის ქუჩით, იონა მეუნარგიას ქუჩით (ყოფილი კუიბიშევის) სამხრეთ-აღმოსავლეთით ს.ს “გრეიფრუტის” ტერიტორიის საზღვრით, დასავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით. ცენტრალური ზონის მეორე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით, ქობულეთის, ყაზბეგის, ზვიად ჩიჩუას (ყოფილი ფურცელაძის) მზარელუას ქუჩების დასახლებით, დავითაიას, ჯავახიშვილის, სამეგრელოს, რეკვავას ქუჩებით მდინარე რიონის ქალაქის არხამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით, სამხრეთ დასავლეთით და დასავლეთით შავი ზღვით. ცენტრალური ზონის მესამე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით და მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ყულევში გადასასვლელ ხიდამდე. ჩრდილო-აღმოსავლეთით ტბა ნაბადით, კოკაიას ხეივნით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით რკინიგზის ხიდიდან წყალ გამყოფ ხიდამდე. აღმოსავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით რეკვავას ქუჩამდე. სამხრეთიდან შემოსაზღვრულია რეკვავას ქუჩით, დასავლეთიდან სამეგრელოს, ჯავახიშვილის, დავითაიას ქუჩებით. მზარელუას, ზვიად ჩიჩუას (ყოფილი ფურცელაძის), ყაზბეგის, ქობულეთის, ჭავჭავაძის ქუჩების დასახლებით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტამდე. ცენტრალური ზონის მეოთხე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და სს ,,გრეიფრუტის” ტერიტორიის საზღვრით, იონა მეუნარგიას (ყოფილი კუიბიშევის), გურიის ქუჩით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, მდინარე კაპარჭის გაყოლებით პალიასტომის ტბამდე, აღმოსავლეთით პალიასტომის ტბით, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით შავ ზღვამდე. შუალედური ზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ხობის რაიონის საზღვრამდე. აღმოსავლეთიდან ხობის რაიონის საზღვრით პალიასტომის ტბამდე. სამხრეთით პალიასტომის ტბით მდინარე კაპარჭამდე. სამხრეთ-დასავლეთით 8 მარტის ქუჩის დასახლებით. ჩრდილო-დასავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით. პერიფერიული ზონის პირველი ქვეზონა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით ლანჩხუთის რაიონის საზღვრამდე, სამხრეთ აღმოსავლეთით მშრალი ხიდით შავ ზღვამდე.
პერიფერიული ზონის მეორე ქვეზონა ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ყულევში გადასასვლელი ხიდიდან რკინიგზის ხიდამდე. აღმოსავლეთით კოკაიას ხეივნით სამხრეთ-დასავლეთით ტბა ნაბადით.
|
დანართი N2 თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი (I T L), მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი (K).
დანართი N3 თვითმმართველ ქალაქ ფოთში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ–ზე
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები