დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.163.016144 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 10 აპრილის №23 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულება
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოს და გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, გამგეობის სამართლებრივი ინტერესების დაცვას სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას. 2. დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის (შემდეგში ,,სამსახური’’) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება - მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზირი №16. მუხლი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას; ბ) მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების ვიზირებას; გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; დ) მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას; ე) გამგეობის წარმოდგენას სასამართლოში. მუხლი 3. სამსახურის მართვა, ორგანიზება 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია გამგებლის წინაშე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) პერიოდულად წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს; ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) ახორციელებს გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმეტების ვიზირებას; ზ) გამგებელს აბარებს სამსახურის მუშაობის შესახებ ანგარიშს; თ) ასრულებს გამგებლის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს. 3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს გამგებელი. მუხლი 4. სამსახურის მოსამსახურე 1. სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. 3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება - მოვალეობების შესრულებას. 4. სამსახურის მოსამსახურეს სავალდებულოა იყოს სამართალმცოდნეობის სპეციალობით და ჰქონდეს იურისტის კვალიფიკაცია. მუხლი 5. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი 1. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები