„თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 23/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016143
44
30/10/2013
ვებგვერდი, 04/11/2013
010250020.35.163.016143
„თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

      თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №44

2013 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თელავი

 

„თელავის მუნიპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„მუხლი 8. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს:

ა.ა. საქმისწარმოების,  კადრების, ანალიზისა  და ინფორმაციის განყოფილებას;

ა.ბ. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებას;

ა.გ. ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის და მოვლა პატრონობის  განყოფილებას.

ა.დ. სოციალურ საკითხთა განყოფილებას;

ბ) საფინანსო - საბიუჯეტო  სამსახური, რომელიც მოიცავს:

ბ.ა. საბიუჯეტო საგეგმო განყოფილებას;

ბ.ბ. ადგილობრივი ფინანსების მართვისა და ხაზინის განყოფილებას;

ბ.გ. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას;

ბ.დ. მატერიალურ - ტექნიკური მომსახურების განყოფილებას;

ბ.ე. ადგილობრივი შესყიდვების განყოფილებას.    

გ)  კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახური, რომელიც მოიცავს:

გ.ა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის  განყოფილებას;

გ.ბ. განათლების განყოფილებას.

დ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, რომელიც მოიცავს:

დ.ა ეკონომიკისა და ტურიზმის  განყოფილებას;

დ.ბ. ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და მართვის  განყოფილებას.

ე)  იურიდიული სამსახური;

ვ)  ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის  სამსახური;

ზ)  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

თ) საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური;

ი)  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

კ)  სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;

ლ)  შიდა აუდიტის სამსახური;

მ)   ზედამხედველობის სამსახური.

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით“.


მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე