დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2007 წლის რთვლის მოწყობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 500 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/09/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 14/09/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №500
2007 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
2007 წლის რთვლის მოწყობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ
1. მიმდინარე წელს რთვლის ორგანიზებულად მოწყობის ხელშეწყობის მიზნით:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტს“ (ვ. მანაგაძე) „2007 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დასაფინანსებლად საკრედიტო რესურსად გამოუყოს 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პ. ცისკარიშვილი) უზრუნველყოს:
ბ.ა) საკრედიტო რესურსად გამოყოფილი 5 500 000 ლარის სესხის სახით გადაცემა საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის 2007 წლის 11 სექტემბრის სხდომის №9 ოქმის საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეული კომპანიებისათვის;
ბ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტსა“ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეულ კომპანიებთან ერთად სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
გ) სესხის დაბრუნების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს ხუთი წელი ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, წლიური სამი პროცენტი სარგებლის დარიცხვით და ერთ-წლიანი შეღავათიანი პერიოდით;
დ) დადგენილ ვადაში სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების უზრუნველსაყოფად სესხის გაცემი-დან არა უგვიანეს ორი კვირისა კომპანიებმა უზრუნველყონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შესაბამისი საბანკო (სადაზღვევო კომპანიის) გარანტიების წარდგენა ან/და შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ-ციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პ. ცისკარიშვილმა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები