„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში 2007 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში 2007 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 485
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 12/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
485
12/09/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 12/09/2007
000000000.00(0).000.000000
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებში 2007 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 485

2007  წლის  12 სექტემბერი

ქ. თბილისი

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონებში 2007 წლის 11 ივლისს განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტა­ბის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების სამობილიზაციო გან­ყოფილებათა გაუქმებისა და რეზერვისტთა აღრიცხვის, გა­წვევის, სამობილიზაციო და სხვა ფუნქციების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურების კომ­პეტენციაში გადაცემასთან დაკავშირებით:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. კეზერაშვილი) ამ განკარგულების ამოქმედებიდან ერთ თვეში უზრუნველყოს:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის რეორგანიზაცია;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ავტონომიური რეს­პუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების სამობილიზაციო განყოფილებათა, რეზერვის ოფიცრების, რიგითი შემადგენ­ლობისა და აღრიცხვიანობის არსებული მოქმედი და საარქივო დოკუმენტაციის გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურებისათვის.

2. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს 2007 წლის ოქტომბრამდე უზრუნველყონ თავიანთი შესაბამისი სამსახურის უფროსებისა და თანამშრომელთა თანამდე­ბობებზე დანიშვნა და 2007 წლის ბოლომდე საჭიროების შემ­თხვევაში ადგილორივი ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2007 წლის ბოლომდე უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურისათვის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული დახმარების გაწევა.

4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელონ საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე) და საქართველოს შეი­არაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბმა (ზ. გოგავა).

პრემიერ-მინისტრი                 ზ. ნოღაიდელი