საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 482
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 07/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
482
07/09/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 07/09/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №482

2007 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2007 წლის 25-26 სექტემბერს ქ. თბილისში საერ-თაშორისო კონფერენციის _ სტრატეგიული კომუნიკაცია ტურიზმის სფეროში TOURCOM-ისა და ტურისტული ფილ-მების საერთაშორისო ფესტივალის ოქროს საწმისის მოსაწ-ყობად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს გამოუყოს 777 000 (შვიდას სამოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული კონფერენციისა და ფესტივალის გამართვის მიზნით საჭირო ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა შესაბამისი შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №463 განკარგულება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი