დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.140.016079 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
23
07/11/2013
ვებგვერდი, 12/11/2013
040110030.35.140.016079
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/11/2013 - 05/05/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (შემდგომში –
მიწა) სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: |
ა)
დაბა ასპინძაში 1 კვ.მ-დან -20-კვ.მ-ის ჩათვლით –
4 (ოთხი) ლარი. |
ბ)
დაბა ასპინძაში 20კვ.მ -დან 40-კვმ-ის ჩათვლით –
2 (ორი) ლარი. |
გ)
დაბა ასპინძაში 40 კვ.მ -დან ზევით –
1 (ერთი) ლარი. |
დ)
ასპინძის მუნიციპალიტეტის დანარჩენ დასახლებებსა და დასახლებათა შორის არეალებში გარდა „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) ერთ კვ.მ მიწაზე –
2 (ორი) ლარი. |
ე)
ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) ერთ კვ.მ მიწაზე არსებული მიწაზე –
4 (ოთხი) ლარი. |
2.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: |
ა)
დაბა ასპინძაში შენობა - ნაგებობებზე 1 კვ.მ-ზე –
30 (ოცდაათი) ლარი. |
ბ)
ასპინძის მუნიციპალიტეტის დანარჩენ დასახლებებსა და დასახლებათა შორის არეალებში 15 (თხუთმეტი) ლარი. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 21 თებერვლის №4 დადგენილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შევიდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები