„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 164/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016684
164/ნ
30/10/2013
ვებგვერდი, 30/10/2013
430010000.22.022.016684
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №164/ნ

2013 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების  ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18  თებერვლის  №19/ნ ბრძანებაში  (www.matsne.gov.ge, 21/02/2011, 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. საკონსტანტაციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე” 

2. პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;“

ა.გ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა – საკითხთა ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც იქმნება ტესტური დავალებები და რომელიც არ სცილდება ეროვნულ სასწავლო გეგმას;“

ა.დ) ,,ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ფ) შეფასების სქემა – ამ დებულებით დადგენილი წესით საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისთვის და საპრეტენზიო კომისიისთვის შედგენილი დოკუმენტი.“;

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. აბიტურიენტის აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით გაზარდოს ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.”;

ე) 82 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-13 მუხლის 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს;

თ) 23-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-6 პუნქტი;

ი) 32-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;

კ) 391 მუხლი ამოღებულ იქნეს;

2. პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის (დანართი N2):

ა) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დებულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ აგვისტომდე განაცხადებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (შემდგომში - ცენტრი) წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სტუდენტი, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე და ვერ მოიპოვა გრანტი, უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ცენტრის მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომში – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) გრანტის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის.“;

გ) მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე