სახელმწიფო ტყის ფონდის (ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო მეურნეობიდან) მიწებიდან ფართობის ამორიცხვის და ოზურგეთის რაიონის სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდში ჩარიცხვის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 542
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 15/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
542
15/11/2006
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 15/11/2006
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო ტყის ფონდის (ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო მეურნეობიდან) მიწებიდან ფართობის ამორიცხვის და ოზურგეთის რაიონის სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდში ჩარიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №542

2006 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის (ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო მეურნეობიდან) მიწებიდან ფართობის ამორიცხვის და ოზურგეთის რაიონის სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდში ჩარიცხვის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს ოზურგეთის რაიონის გამგეობის წინადადება (ოზურგეთის რაიონის გამგეობის 2006 წლის 12 ოქტომბრის №229 დადგენილება), საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2006 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმი №10) და ოზურგეთის რაიონის შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო მეურნეობის ზღვისპირის სატყეო უბნის მე-4 კვარტალის ლიტერი №1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 28,8 ჰექტარი მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან და გადაეცეს ოზურგეთის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) ოზურგეთის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთად მოახდინოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნატურაში გამიჯვნა, მიღება-ჩაბარება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.

3. ეთხოვოს ოზურგეთის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, განახორციელოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხული და მისთვის გადაცემული მიწის ფართობის აღრიცხვა და შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი