დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 517 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 04/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №517
2006 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებისა და მისი გრანტის მიმღებ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ
1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით დადოს საქართველოს მთავრობასა (მიმღები) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის I ფაზის დაფინანსების მიზნით 1,555,645.94 ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულება.
2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები