დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველო-სომხეთის 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 515 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 03/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №515
2006 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველო-სომხეთის 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ
საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის მე-4 და მე-5 სხდომებზე და საქართველო-სომხეთის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის სისტემათაშორისი კავშირის გაფართოებისა და გაძლიერების შესახებ საქართველო-სომხეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისადб ,,საქართველო-სომხეთის 400 კვ ეგხ”-ის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოთა დაფინანსების მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):
ა) საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან გამოყოს საკრედიტო რესურსად 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად გააფორმოს სს ,,საქრუსენერგოსთან” სათანადო სასესხო ხელშეკრულება საქართველო-სომხეთის 400 კვ ეგხ-ის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით გათვალისწინებულ ღონისძიებათა, კერძოდ, 500 კვ ეგხ ,,მუხრანის” სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 წელი, სესხის სარგებლად – წლიური 7-პროცენტიანი განაკვეთი;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში.
2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები