დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისი იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტით შეძენილი ქონების ქალაქ თბილისის მერიისათვის გადაცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 513 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 11, 03/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №513
2006 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტით შეძენილი ქონების ქალაქ თბილისის მერიისათვის გადაცემის თაობაზე
1. იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წლის 10 მარტის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი იაპონური არასაპროექტო გრანტის (300 მლნ იენი) ათვისების მიზნით:
ა) ქალაქ თბილისის მერია (გ. უგულავა) განისაზღვროს იაპონური არასაპროექტო გრანტით შეძენილი ქონების მიმღებ ორგანოდ;
ბ) ქალაქ თბილისის მერიამ უზრუნველყოს აღნიშნული გრანტით შეძენილი ქონების ათვისება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით შექმნილი „იაპონური არასაპროექტო გრანტის“ ათვისების საკითხთა განმხილველი საკონსულტაციო კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) ქალაქ თბილისის მერიამ უზრუნველყოს იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წლის 10 მარტის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე ნაკისრი ფინანსური ვალდებულების შესრულება.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები