გზების რეაბილიტაციის გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

  • Word
გზების რეაბილიტაციის გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 833
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 28/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
833
28/12/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 28/12/2007
000000000.00(0).000.000000
გზების რეაბილიტაციის გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 833

2007 წლის 28 დეკემბერი

. თბილისი

გზების რეაბილიტაციის გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამ­ტკიცების თაობაზე საქართველოს  მთავ­რობის  2005 წლის 11 აგვისტოს 136 დადგენილებით დამტკი­ცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, გზების რეა­ბილიტაციის გადაუ­დებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ინერტული მასალის მოპოვების მიზნით სასარგებლო წიაღი­სეულის მოპოვების ლი­ცენზიისაგან 3 (სამი) თვის ვადით გათავისუფლდნენ შემდეგი პი­რე­ბ­ი:

ა)  შპს თავადი I , ინდმეწარმე ზურაბ რაფავა , ინდმე­წარმე ვახტანგ შონია , ინდმეწარმე ამირან ლაგვილავა მდი­ნა­რეების ჯუმის, ენგურის, ჩხოუშიას, ჭალისწყლის, ყული­შკარისა და რუხისწყლის კალაპოტებიდან  3000 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;

ბ)  შპს მარტვილავტოგზა :

ბ.ა)  მდინარე  ცხენისწყლიდან  (სოფ. ლეხაინდრაო)  – 1200 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;

ბ.ბ) მდინარე ნოღელას კალაპოტიდან (ქ. მარტვილი, ქვა­ითის უბანი) – 600 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;

ბ.გ) მდინარე აბაშის კალაპოტიდან (ქ. მარტვილის სოფ. ბიბოთი) – 1200 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;

ბ.დ) მდინარე ტეხურას კალაპოტიდან (სოფ. დიდი ჭყონი) – 800 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;

ბ.ე) მდინარე აბაშიდან (სოფ. ბანძის ხიდთან) – 1800 მ3 ინერ­ტული მასალის მოპოვების მიზნით;

გ) შპს ავტობანი – მდინარე აბაშიდან (სოფ. ბალდა) 1800 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;

დ)  შპს ჩხაია – მდინარე  მუნჩიის კალაპოტიდან – 5000 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;

ე) შპს შარაგზამშენი პირველი :

ე.ა) მდინარე ჭანისწყლის კალაპოტიდან – 2500 მ3 ინერ­ტული მასალის მოპოვების მიზნით;

ე.ბ) მდინარე ხობის წყლის კალაპოტიდან – 2500 მ3 ინერ­ტული მასალის მოპოვების მიზნით;

ვ) შპს კარიერი :

ვ.ა) მდინარე ჭანისწყლის კალაპოტიდან – 2500 მ3 ინერ­ტული მასალის მოპოვების მიზნით;

ვ.ბ) მდინარე ხობისწყლის კალაპოტიდან – 2500 მ3 ინერ­ტული მასალის მოპოვების მიზნით;

ზ) შპს აბაშის საგზაო სამმართველო :

ზ.ა) მდინარე აბაშის კალაპოტიდან – 3000 მ3 ინერტული მასალის მოპოვების მიზნით;

ზ.ბ) მდინარე ცხენისწყლის კალაპოტიდან – 1000 მ3 ინერ­ტული მასალის მოპოვების მიზნით;

თ) შპს ომარპ-R მდინარე ოჩხომურის, ხობისწყლის, ზა­ნას, შებესა და ჩეღალუს კალაპოტებიდან – 10 000 მ3 ინერ­ტული მასალის მოპოვების მიზნით.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) განკარგულების ძალაში შე­სვ­ლიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში უზრუნველყოს იმ ფარ­თობების X, Y კორდინატების განსაზღვრა, საიდანაც პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა უნდა განახორციელონ ინერტული მასალის მოპოვება.

3. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლე­ბა მიეცეთ ინერტული მასალის მოპოვება განახორ­ციე­ლონ სა­ქარ­თველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტროს მიერ მე-2 პუნქტით გათვალის­წინებულ ღონის­ძიებათა განხორციელების შემდეგ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                   ვ. გურგენიძე