დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 827 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 26/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №827
2007 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე
1. ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2007 წლის დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით ადგილობრივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს გამოუყოს 488 950 (ოთხას ოთხმოცდარვა ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარი დანართის მიხედვით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი
მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი
ქალაქები
თანხა (ლარობით)
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
5,000
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
250,000
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
32,000
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
950
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
200,000
ცაგერის მუნიციპალიტეტი
1,000
სულ:
488,950
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები