ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 824
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 21/12/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
824
21/12/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 21/12/2007
000000000.00(0).000.000000
ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 824

2007 წლის 24 დეკემბერი

. თბილისი

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა  შესახებ

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მნიშვნელო­ბიდან გამომდინარე: 

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (გ. არველაძე) წყალტუბოსა და ცაგერის რაიონებში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა განახორციელოს საქართველოს მთავრობასთან შე­თან­ხმებით.

2. საქართველოს შესაბამისმა სამინისტროებმა ენერგე­ტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ნამახ­ვანის ჰესების კასკადის მშენებლობის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივა­ტიზების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის მინიჭებასთან დაკავშირებით სათანადო ღონისძიებათა გან­ხორციელება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ვ. გურგენიძე