დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 815 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 21/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №815
2007 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (მ. მიმინოშვილი) გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში 2007 წლის 1 აგვისტოდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის უზრუნველყოს იმ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის № 131 დადგენილებით დაექვემდებარნენ ადგილობრივ თვითმმართველობას და რომლებიც 2007 წლის 1 აგვისტომდე ფინანსდებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან.
2. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 ივლისის № 131 დადგენილების შესაბამისად მიიღოს ზომები ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხთა გადასაწყვეტად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები