დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფოლკლორული ანსამბლების საანგარიშო შეხვედრასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 807 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/12/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 19/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №807
2007 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფოლკლორული ანსამბლების საანგარიშო შეხვედრასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) უზრუნველყოს მიმდინარე წლის 25 დეკემბერს „ ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის“ ფარგლებში სპორტის სასახლეში საქართველოს ფოლკლორული ანსამბლების საანგარიშო შეხვედრასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ორგანიზება.
2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადაში შეუფერხებელი შესრულებისათვის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები