ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/10/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016139
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
29/10/2013
ვებგვერდი, 04/11/2013
010250020.35.128.016139
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/11/2013 - 03/08/2015)

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №28

2013 წლის 29 ოქტომბერი

დ. ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის,  ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნორმატიული ფასის  განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დადგინდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 23 იანვრის №1 დადგენილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის  დადგენის შესახებ.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეაკაკი მაჭავარიანი



 

                                                                       დანართი №1

                                                     

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი


მუხლი 1. დადგენდეს მიწის ნორმატიული ფასი 
1. .ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის– დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი არასასოფლო – სამეურნეოს დანიშნულების 1კვმ. მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება  შესაბამის ტერიტორიაზე მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება ფორმულის მიხედვით:      
ა) C N  არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) I M G არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და უდრის 0, 37;
გ) I T L - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და  უდრის 1;
დ) C - არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;
ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის   80 -ს.
2. პირველი მუხლის პირველი პუნქტის  მიხედვით ხარაგაულის ადმინისტრაციული ცენტრისათვის  დაბა ხარაგაულისათვის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

LMGG

ITL

C

K

CN (lari)

0,37

1

0,24

80

      7,10

 

3. მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის გარდა მე–5 პუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების  მიწის     ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა   ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის  40% და   იგი      განისაზღვროს  2.84  ლარით; 
4. .ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში  გარდა მე–5 პუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25% და იგი შეადგენს 1.78 ლარს.
5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში  გამავალ ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის #287 ბრძანებულებით განსაზღვრულ :
ა) ს–1  ინდექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობლიო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100% და იგი შეადგენს 7.10 ლარს;
ბ) შ–55, შ–56, შ–101  ინდექსის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50% და იგი შეადგენს 3.55 ლარს.